info@scenar.ge

მოგვწერეთ

+995 599 56 19 14

დაგვირეკეთ

 20 – 24 სექტემბერს, ბულგარეთში ჩატარდა „აღმოსავლეთევროპის სკენარ კონფერენცია“

20 – 24 სექტემბერს, ბულგარეთში ჩატარდა „აღმოსავლეთევროპის სკენარ კონფერენცია“

20 – 24 სექტემბერს, ბულგარეთში ჩატარდა „აღმოსავლეთევროპის სკენარ კონფერენცია“, სადაც მოეწყო „სკენარ ვიპ კლინიკის“ ვიდეო ფილმის ჩვენება. აღსანიშნავია, რომ რუსულენოვანი ფილმი შეიქმნა კონფერენციის ორგანიზატორის, ЗАО «ОКБ «РИТМ» ხელმძღვანელის, იური სტაროვოიტოვის რეკომენდაციით და ასახავს „სკენარ ვიპ კლინიკა“-ში დანერგილი კომბინირებული მკურნალობის მეთოდების (ბ.ც.დ., აუტიზმი, დაუნის სინდრომი, ინსულტისშემდგომი ნარჩენი მოვლენები…) წარმატებულ შედეგებს. ფილმმა კონფერენციის მონაწილეების დიდი ინტერესი დაიმსახურა. საგულისხმოა, რომ ჩვენების შემდეგ სხვადასხვა ქვეყნების წამყვანი სკენარ კლინიკების თერაპევტები ელექტრონულად გვიკავშირდებიან და გვთხოვენ ჩვენი კლინიკის მკურნალობის მეთოდის გაზიარებას, რაც ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია, რომელიც ხელს შეუწყობს კლინიკის შემდგომ წინსვლასა და პრაქტიკაში დანერგილი მკურნალობის მეთოდის განვითარებას.