
18-27 ივლისს, ლია ივანიძის სკენარ ცენტრში, ევროპის წამყვან სკენარ სპეციალისტებმა ტრენინგები ჩაატარეს
18-27 ივლისს, ლია ივანიძის სკენარ ცენტრში, ევროპის წამყვანი სკენარ სპეციალისტები ტრენინგებს ჩაატარებენ, სადაც გაგვიზიარებენ საკუთარ გამოცდილებას და პრაქტიკულ მაგალითებზე დაყრდნობით მოგვაწვდიან ინფორმაციას სკენარ მკურნალობის უახლესი მეთოდების – ალგორითმების შესახებ.
სტუმრები გაეცნობიან ჩვენს კლინიკაში მიმდინარე სამუშაო პროცესებს, კლინიკის არსებობის მანძილზე მიღწეულ წარმატებებს. ევროპელი სპეციალისტები ჩაატარებენ უფასო კონსულტაციებს.
ასევე მკურნალობას ჩაუტარებენ ნევროლოგიური დაავადებების მქონე პაციენტებს (ბავშვთა ცერებრული დამბლა, აუტიზმის სპექტრი, ინსულტის შემდგომი რეაბილიტაცია, ნევროზები, გენეტიკური და ძვალსახსროვანი დავადებები).
სიახლე: ევროპელი კოლეგები კონსულტაციებს და სამკურნალო პროცედურებს ჩაუტარებენ უკვე აპრობირებული სკენარ მეთოდებით
რეპროდუქციული (უშვილობის) პრობლემების,
ჰორმონალური დისბალანსის,
ენდომეტრიტის,
საკვერცხეების დისფუნქციის,
კლიმაქტერიული დარღვევების მქონე პაციენტებს.