info@scenar.ge

მოგვწერეთ

+995 599 56 19 14

დაგვირეკეთ

ოკუპაციური თერაპია

სკენარ კლინიკაში ჩვენი გამოცდილი ოკუპაციური თერაპიის სპეციალისტები დაგეხმარებიან.

ოკუპაციური თერაპევტი ეხმარება პაციენტს ყოველდღიურად საჭირო ჩვევების გამომუშავებას რათა გაიზარდოს პიროვნების დამოუკიდებლობა და მისი ცხოვრების ხარისხი

ოკუპაციური თერაპია არის ფიზიკურად, გონებრივად თუ სოციალურად უნარშეზღუდულ ადამიანთა
მკურნალობა სპეციფიურად შერჩეული აქტივობების საშუალებით.
დარგის მიზანია ხელი შეუწყოს პიროვნებას, მიაღწიოს ფუნქციონირების მაქსიმალურ დონეს და გახდეს
დამოუკიდებელი სიცოცხლის ყველა სფეროში.
ოკუპაციური თერაპია არის პროფესია, რომელიც ეხება ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის გაუმჯობესებას
ოკუპაციის გზით. ოკუპაციური თერაპიის ძირითადი მიზანია საშუალება მისცეს ადამიანებს მონაწილეობა
მიიღონ ყოველდღიურ ცხოვრებისეულ საქმიანობებში. ოკუპაციური თერაპევტები აღწევენ ამ შედეგს იმით, რომ
საშუალებას აძლევენ ადამიანებს შეასრულონ ისეთი საქმიანობა, რომელიც გაზრდის მათი მონაწილეობის
უნარს, ან იმით, რომ ცვლიან გარემოს უკეთესი თანამონაწილეობის მიღწევისათვის