მანუალური თერაპია

მანუალური თერაპიის ჩატარება ევალება მანუალურ თერაპევტს.

ყველაზე ხშირი ჩივილები, რომელთა გამოც უნდა ჩატარდეს მანუალური თერაპია არის: უეცარი ძლიერი ტკივილი წელის არეში – ლუმბაგო, ქრონიკული ან ქვემწვავე ტკივილი წელის არეში (გაძნელებულია როგორც დახრა, ასევე უფრო მეტად გასწორება) – ლუმბალგია, ქაჩვითი ტკივილები ფეხში, რომელსაც თან ერთვის ტკივილი ან დისკომფორტი წელის არეში – ლუმბოიშიალგია, ტკივილები ბეჭების არეში, მოძრაობის შეზღუდვა როგორც ხერხემლში, ასევე სხვა მსხვილ სახსრებში, ტკივილები გულ-მკერდის არეში ნორმალური კარდიოგრამის დროს, ტკივილები კისრის არეში, ხშირად ხელებში ან თავის არისკენ გადასვლით, ტკივილები იდაყვში, ტკივილები მხრის სახსარში (ხელი იწევა ზემოთ არასრულად და მტკივნეულად), ხშირი თავის ტკივილები, თავბრუსხვევები, ყურადღების კონცენტრაციის დარღრვევა, ხელების და ფეხების თითების დაბუჟება, ტკივილები კუდუსუნის არეში (ტკივილი იზრდება ადგომისას), მუხლის სახსრის ტკივილი, ტკივილები მენჯ-ბარძაყის და დუნდულოების არეში.

ყველაზე ხშირი მიზეზი ზემოთ ჩამოთვლილი ჩივილებისა არის ხერხემლის ოსტეოქონდროზი, მალთაშუა დისკების თიაქარი და პროტრუზიო.

ძირითადი მიზეზი ოსტეოქონდროზის განვითარების და მალთაშუა დისკების თიაქრის და პროტრუზიოს გაჩენის. არის ხერხემლის არხის არასწორი მუშაობა როგორც მოძრაობისას, ასევე  დგომისა და ჯდომის პოზის დაცვისას, როდესაც მალთაშუა დისკებზე ზეწოლა არათანაბრად ნაწილდება. ის მალთაშუა დისკები, რომლებზეც უფრო ხშირია ზეწოლა, ადრე თუ გვიან ვერ უძლევენ დატვირთვას და იწყებენ დაშლას. დასაწყისში ჩნდება მცირე ზომის ბზარები, შემდეგ პროტრუზიები და შემდეგ თიაქრები. ეს რომ არ მოხდეს, საჭიროა ხერხემლის სწორი მუშაობა. მანუალური თერაპია ყველაზე ეფექტური საშუალებაა ოსტეოქონდროზის, მალთაშორის დისკების თიაქრებისა და პროტრუზიოების როგორც პროფილექტიკის, ასევე მკურნალობის, რადგანაც იგი აღმოფხრავს მათი გაჩენის მიზეზებს. მხოლოდ მაშინ, როდესაც აღდგება ხერხემლის არხის ფუნქცია, ხდება სისხლის მიმოქცევის ნორმალიზაცია პრობლემურ ზონაში. ტაბლეტებს, ინექციებს, მალამოებს და ფიზიოთერაპიას არ შეუძლია მალებს შორის მოქცეული ნერვებისა და სისხლძარღვების გათავისუფლება.

ასევე გთავაზობთ

კარდიოლოგია

სტატისტიკური მონაცემებით გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებებით გამოწვეული სიკვდილიანობა ერთ-ერთ

სრულად ნახვა

მანუალური თერაპია

ყველაზე ხშირი ჩივილები, რომელთა გამოც უნდა ჩატარდეს მანუალური

სრულად ნახვა

ოქსიგოთერაპია

ოქსიგოთერაპია - vital air  ეს არის სამედიცინო აპარატი

სრულად ნახვა

მანუალური თერაპია

ყველაზე ხშირი ჩივილები, რომელთა გამოც უნდა ჩატარდეს მანუალური

სრულად ნახვა